понедельник, 8 сентября 2014 г.

რეფლექსია

დღე 1
დღეს საინტერესო ტერნინგი იყო.  მე გამიადვილდა ელექტრონული ფოსტის გახსნა. შევისწავლე ელ.ფოსტის ქართულ ინტერფეისზე  გადაყვანა. გავიხსენე ბლოგი.
მომდევნო ტერნინგებიც ასეთი ნაყოფიერი იქნება.
დღე 2
პირადად ჩემთვის დღევანდელი დღე იყო საინტერესო და დატვირთული. შევისწავლეთ ბლოგის დიზაინის, შაბლონის, ტექსტის შეცვლა.  ვისწავლეთ გაჯეტების დამატება, შევქმენით გამოკითხვა და გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე. გავეცანით ვიდეოგაკვეთილების პორტალს (ქართულად), რაც ძალიან დაგვეხმარება პრაქტიკაში.

пятница, 21 мая 2010 г.


პროექტის სახელი:     სკოლა და კომპიუტერი.

1.      პროექტის მოკლე აღწერა: ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ–ის ცოდნას და გამოყენებას.

2.      პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას კომპიუტერის  წარმოშობის შესახებ და მისი განვითარების ისტორიას. საჭიროა თუ არა კომპიუტერი სკოლაში , მის მნიშვნელობას ადამიანის საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, მოხმარებისა დაგამოყენების თვალსაზრისით. აიღებენ ინტერვიუებს, დაამუშავებენ და შეადარებენ მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, გაუკეთებენ ანალიზს. მოიძიებენ ინფორმაცია სსხვადასხვა საგნებთან ისტ–ის ინტეგრირებული სასკოლო კურსის შესახებ.

3.      მონაწილეთა ასაკი: 10–17 წელი

4.      ვადები/ხანგრძლივობა/ : 3 თვე.

5.      პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ინტერნეტის საშუალებით მოძიებული მასალის ანალიზი, კითხვების შედგენა, დისკუსიის გამართვა.

6.      მოსალოდნელი შედეგები: მათ გამოუმუშავდებათ კვლევა–ძიების,  დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად დამუშავების, ინერვიუს აღების უნარ–ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას. მოსწავლეები შეიძენენ ახალ ცოდნას, რომელსაც მომავალში გამოიყენებენ, იმ მიზნით რომ, აირჩიონ მომავალი პროფესია და შეძლონ თავიანთი თესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება.

7.      სასარგებლო სხვებისათვის: ახდენს ისტ–ს მარჯვედ მოხმარების დემონსტრირებას და იყენებს კომპიუტერს სხვადასხვა შეტყობინებების, განცსადებების გამოსაქვეყნებლად.

8.      სამუშაო ენა:  ქართული.

9.         საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

მათემატიკა, ისტორია. ისტ–ის ინფორმაციულ რესურსებს იყენებს ამოცანების ამოხსნის და ისტორიული მოვლენების თვალსაჩინოდ წარმოდგენის მიზნით.

10.  პროექტის ფასილიტატორი: სოფიო ღვინიაშვილი

11.  ფასილიტატორის ელ–ფოსტა: sof.gviniashvili@gmail.com.